BLUFF: ბლეფი

45,00 

“ბლეFი” არის თამაში “COUP”-ის ქართული ვერსია, სადაც მონაწილეობას იღებს 2-6 ადამიანი და მთლიანად დაფუძნებულა ბლეფზე და ტყუილზე.

თამაში შედგება მონეტებისგან და 15 კარტისგან, სადაც გვხვდება 5 განსხვავებული პერსონაჟი (თითოეული 3-3 ცალი). ყოველ პერსონაჟს აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული ძალა (მოქმედება), რომელსაც იყენებთ თამაშის მსვლელობისას.

დასაწყისში თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 2 კარტი და 2 მონეტა. მოწინააღმდეგეებმა არ იციან ვის რომელი კარტი ჰყავს, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი პერსონაჟი დაიბრალოთ და ისე ითამაშოთ. მაგრამ, თუ მოთამაშეს ტყუილში გამოიჭერენ, 1 კარტი უნდა მოიკლას (მოთამაშე თვითონ წყვეტს რომელ კარტს იკლავს).

კარტის მოკვლა ასევე შესაძლებელია მონეტების აგროვებით. ამისთვის საჭიროა 7 მონეტის შეგროვება და მოწინააღმდეგეს მოუკლავთ 1 კარტს. მოთამაშე თავის სვლაზე იღებს მონეტას ან აკეთებს მოქმედებას (იყენებს პერსონაჟის უნიკალურ ძალას). სვლა გადადის საათის ისრის მიმართულებით. თუ ფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგე იტყუება, შეგიძლიათ “დააჩელენჯოთ” (მიუხედავად იმისა მოქმედებს თუ არა თქვენს წინააღმდეგ) და უთხრათ “არ მჯერა” ნებისმიერ დროს. თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა, მოწინააღმდეგე იკლავს 1 კარტს, თუ არა, მაშინ თქვენ გიწევთ 1 კარტის მოკვლა. ორივე კარტის მოკვლის შემთხვევაში თამაშს დატოვებთ. იმარჯვებს მხოლოდ 1 ადამიანი.

◾ მოთამაშეთა რაოდენობა: 2-6

◾ ასაკი: 14+

◾ თამაშის ხანგრძლივობა: 10+ (წთ)

თამაშს ასევე მოჰყვება ვიდეო ინსტრუქცია, სადაც დეტალურად არის განხილული “ბლეFის” თითოუელი წესი, რათა თამაში უფრო მარტივი და გასაგები გახდეს თქვენთვის.

13 მიმოხილვა: BLUFF: ბლეფი

  1. The Darknes

    ff

  2. tea

    ძალიან კარგი თამაშია

  3. nikalo

    ძალიან კარგია

  4. საბა წოწონავა

    10/11

  5. dato

    როდის იქნება მარაგში?

    • Cardshop_Support

      გამარჯობა, თამაში ბლეფი მარაგში დაგვემატება 1 კვირაში

  6. გივი

    გამარჯობა მარაგში როდის იქნება

    • Cardshop_Support

      გამარჯობა, თამაში “ბლეფი” დაგვემატა უკვე მარაგში.

  7. Saba

    რამდენი მონეტა არის სულ?

    • Cardshop_Support

      გამარჯობა საბა, თამაშს მოჰყვება 50 ცალი მონეტა.

  8. Giorgi

    გამარჯობა მარაგში არის?

    • Cardshop_Support

      გამარჯობა, დიახ მარაგშია.

  9. რეზი

    გამარჯობა. მარაგში თუ გაქვთ და მიტანის სერვისს რა დრო სჭირდება

  10. აკაკი

    გამარჯობა შეკვეთასთან დაკავშირებით რამოდენიმე კითხვა მაქვს და სად შემიძლია რომ მოგწეროთ?

    • Cardshop_Support

      გამარჯობა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599889493 და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

  11. Nikoloz tkvatsiria

    მთელი გასტროლი ამ თამაშზე გადავატარეთ, უმაგრესია ❤️❤️

  12. ნინო

    მიტანის რამდენი ემატება რეგიონში???(რუსთავში)

    • Cardshop_Support

      გამარჯობა ნინო, რეგიონებში შეკვეთებს ვაგზავნით საქართველოს ფოსტის მეშვეობით და მიწოდების საფასური გახლავთ 9 ლარი.
      თუმცა რუსთავის შემთხვევაში უშუალოდ ჩვენს საკურიერო მომსახურებას ვთავაზობთ და მიწოდების საფასური 8 ლარია.

    • Cardshop_Support

      გამარჯობა, თბილისში მეორე დღეს ვაბარებთ შეკვეთას. რეგიონის შემთხვევაში მაქსიმუმ 3-4 სამუშაო დღე არის საჭირო.

  13. Alexandre (დამოწმებული მფლობელი)

    გამარჯობა შეკვეთა რამდენხანში მოვა?

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.