მიწოდების სერვისი

1) მიწოდება თბილისის მასშტაბით:

Cardshop წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას და შეძენილი დასტების აღება შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე: თავისუფლების მოედანი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია), გაგარინის მოედანი ან სამედიცინო მეტროს მიმდაბარე ტერიტორია.

სახლში მიტანის სერვისის ღირებულებაა 5 ლარი.

2) მიწოდება ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში:

დასტების გაგზავნა ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და კარტის ღირებულებას ემატება წონის და ტრანსპორტირების გადასახადი 6 ლარი.

ტრანსპორტირების ღირებულება არ იზრდება მიუხედავად შეძენილი დასტების ოდენობისა.

დასტა საქართველოს ფოსტას ჩაბარდება თანხის დარიცხვის დღესვე. ხოლო ჩაბარებიდან, 2-3 სამუშაო დღის მანძილზე მოხდება ამანათის მიტანა საცხოვრებელ მისამართზე.

თუ მყიდველს არ აქვს სურვილი დასტის მიტანა მოხდეს საცხოვრებელ მისამართზე, მაშინ დასტა გაიგზავნება საქართველოს ფოსტის ფილიალში, საიდანაც მყიდველი პირადობის მეშვეობით შეძლებს ამანათის გატანას. (ამ შემთხვევაშიც ამანათის ჩასვლის დრო და ტრანსპორტირების ღირებულება არ იცვლება)

Cardshop სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მოხდება თანხის უკან დაბრუნება: თუ ამანათი დაიკარგა ან გარკვეული მიზეზების გამო (რომელიც არ გამომდინარეობს მყიდველიდან) არ ან ვერ მოხერხდა მყიდველისთვის შეძენილი დასტის მიწოდება.

Cardshop პასუხისმგებლობას არ იღებს: 1) თუ ამანათის ჩამოსვლა დაგვიანდება და ვერ მოხერხდება აღნიშნულ დროში ადრესატისთვის მიწოდება. მიწოდების სერვისი მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ფოსტაზე. 2) თუ ადრესატის მიერ მიწოდებულ იქნება არასწორი ინფორმაცია, რის შედეგადაც ვერ მოხერხდა ამანათის ჩაბარება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: https://www.facebook.com/Lasha.Ellusionist/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *