კონტაქტი

კონტაქტი

ონლაინ მაღაზია:
CARDSHOP
ტელეფონი:
+995 599 88 94 93
Email:
Cardshop.info@gmail.com>

პროდუქციის შეძენა

1) მიწოდება თბილისის მასშტაბით:

Cardshop წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას და შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 ლარს (გარეუბნების გარდა) და შეძენილი პროდუქციის ჩაბარება ხდება შეკვეთიდან მეორე დღესვე.

2) მიწოდება საქართველოს მასშტაბით:

დასტების გაგზავნა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში. ჩვენი პროდუქცია იგზავნება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და შეკვეთის ღირებულებას ემატება წონის და ტრანსპორტირების გადასახადი 9 ლარი.

ტრანსპორტირების ღირებულება არ იზრდება მიუხედავად შეძენილი დასტების ოდენობისა.

დასტა საქართველოს ფოსტას ჩაბარდება თანხის დარიცხვის დღესვე. ხოლო ჩაბარებიდან მაქსიმუმ 3-4 სამუშაო დღის მანძილზე მოხდება ამანათის მიტანა სასურველ მისამართზე.

თუ მყიდველს არ აქვს სურვილი დასტა გადაეცეს საცხოვრებელ მისამართზე, მაშინ დასტა გაიგზავნება საქართველოს ფოსტის ფილიალში, საიდანაც მყიდველი პირადობის მეშვეობით შეძლებს ამანათის გატანას. (ამ შემთხვევაშიც ამანათის ჩასვლის დრო და ტრანსპორტირების ღირებულება არ იცვლება

Cardshop სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მყიდველს ზარალს სრულად აუნაზღაურებს: თუ ამანათი დაიკარგა ან გარკვეული მიზეზების გამო (რომელიც არ გამომდინარეობს მყიდველიდან) არ ან ვერ მოხერხდა მყიდველისთვის შეძენილი დასტის მიწოდება.

Cardshop პასუხისმგებლობას არ იღებს: 1) თუ ამანათის ჩამოსვლა დაგვიანდება და ვერ მოხერხდება აღნიშნულ დროში ადრესატისთვის მიწოდება. მიწოდების სერვისი მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ფოსტაზე. 2) თუ ადრესატის მიერ მიწოდებულ იქნება არასწორი ინფორმაცია, რის შედეგადაც ვერ მოხერხდა ამანათის ჩაბარება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
1) https://www.facebook.com/Lasha.Ellusionist/
2) Cardshop.info@gmail.com

მოგვმართეთ წერილობით

X