ჩვენ შესახებ

Cardshop – ნებისმიერი დასტის შეძენის შესაძლებლობა

Cardshop წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, რომელიც გახლავთ საქართველოში ამერიკული დასტების იმპორტიორი და გაყიდვების ორგანიზატორი (ლაშა გელაშვილის ხელმძღვანელობით).
ჩვენ ვითვალისწინებთ და გთავაზობთ ყველა იმ აუცილებელ ფაქტორს, რომელიც მნიშვნელოვანი და ღირებულია მომხმარებლისთვის.

ჩვენი პროდუქცია

მოცემული ყველა დასტა არის ახალი და ორიგინალი, როგორც ნახევრად პლასტიკატი აგრეთვე 100% პლასტიკატი დასტები.

თითოეული კარტი გამოირჩევა დახვეწილი უნიკალური დიზაინით, უმაღლესი ხარისხით და გამძლეობით, რომელიც იდეალურია და გათვლილია ფოკუსებისთვის, ქარდისტრისთვის და აგრეთვე სათამაშოდ.

დასტები წარმოებულია კომპანია USPCC-ის მიერ (United States Playing Card Company).

USPCC დაარსდა 1867 წელს და უკვე 150 წელზე მეტია ინარჩუნებს ლიდერობას ამ სფეროში. ეს არის ნომერ პირველი კომპანია მსოფლიო მასშტაბით დასტების წარმოებაში და მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის: Bicycle, Bee, Tally-Ho, Aristocrat, Hoyle, Aviator, KEM და სხვა.

საქართველოში სწორედ ამ დასტების იმპორტს ახორციელებს Cardshop (ლაშა გელაშვილის ხელმძღვანელობით).

ხელმძღვანელი

როგორ შევიძინოთ?

1) მიწოდება თბილისის მასშტაბით:

Cardshop წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას და შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 ლარს (გარეუბნების გარდა) და შეძენილი პროდუქციის ჩაბარება ხდება შეკვეთიდან მეორე დღესვე.

2) მიწოდება საქართველოს მასშტაბით:

დასტების გაგზავნა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში. ჩვენი პროდუქცია იგზავნება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და შეკვეთის ღირებულებას ემატება წონის და ტრანსპორტირების გადასახადი 9 ლარი.

ტრანსპორტირების ღირებულება არ იზრდება მიუხედავად შეძენილი დასტების ოდენობისა.

დასტა საქართველოს ფოსტას ჩაბარდება თანხის დარიცხვის დღესვე. ხოლო ჩაბარებიდან მაქსიმუმ 3-4 სამუშაო დღის მანძილზე მოხდება ამანათის მიტანა სასურველ მისამართზე.

თუ მყიდველს არ აქვს სურვილი დასტა გადაეცეს საცხოვრებელ მისამართზე, მაშინ დასტა გაიგზავნება საქართველოს ფოსტის ფილიალში, საიდანაც მყიდველი პირადობის მეშვეობით შეძლებს ამანათის გატანას. (ამ შემთხვევაშიც ამანათის ჩასვლის დრო და ტრანსპორტირების ღირებულება არ იცვლება)

Cardshop სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მყიდველს ზარალს სრულად აუნაზღაურებს: თუ ამანათი დაიკარგა ან გარკვეული მიზეზების გამო (რომელიც არ გამომდინარეობს მყიდველისგან) არ ან ვერ მოხერხდა მყიდველისთვის შეძენილი დასტის მიწოდება.

Cardshop პასუხისმგებლობას არ იღებს: 1) თუ ამანათის ჩამოსვლა დაგვიანდება და ვერ მოხერხდება აღნიშნულ დროში ადრესატისთვის მიწოდება. მიწოდების სერვისი მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ფოსტაზე. 2) თუ ადრესატის მიერ მიწოდებულ იქნება არასწორი ინფორმაცია, რის შედეგადაც ვერ მოხერხდა ამანათის ჩაბარება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
1) https://www.facebook.com/Lasha.Ellusionist/
2) Cardshop.info@gmail.com

X